გაეროს თანამშრომლები ემსხვერპლნენ ყოფილი სკოლის შენობაზე ისრაელის ავიაციის თავდასხმას

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) ექვსი თანამშრომელი დაიღუპა ღაზის სექტორში, ყოფილი სკოლის შენობაზე ს ავიაციის ორი თავდასხმის შედეგად.
სააგენტოს თანახმად, ეს იყო დაღუპული თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ინციდენტში. გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტურუეში წერს X-ში, რომ რაც ღაზაში მოხდა, სრულიად მიუღებელია.
სკოლის შენობას თავს აფარებენ იძულებით გადაადგილებული პალესტინელები, 12 ათასი ადამიანი – უმეტესობა ქალები და ბავშვები.
„დაღუპულებს შორის არიან სააგენტოს ბანაკის მმართველი და მისი სხვა წევრები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ადგილნაცვალ პირებს“ – იტყობინება UNRWA X-ის საშუალებით.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ განახორციელა ტერორისტებზე ორი ზუსტი თავდასხმა, რომლის სამიზნე იყო ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) სამეთაურო ცენტრი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, ლტოლვილთა დასახლებაში – ნუსეირათში იმყოფებოდა.
პალესტინელთა ინფორმაციით, ამ იერიშის დროს 18 ადამიანი დაიღუპა.
12 სექტემბერს პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ წამოწყებულ ომს რეგიონში 41 118 პალესტინელი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა 95 124-ს უდრის.