“ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

“ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა. დღესდღეობით თბილისში „საბვეის“ უკვე 12, ხოლო რეგიონში 5 რესტორანი ოპერირებს. ახალი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა, სადაც „საბვეის“ გარდა, “დანქინის” რესტორანი, „სმარტის“ სუპერმარკეტი და „ვინტოს“ ავტო-მომსახურების ცენტრიცაა განთავსებული. წლის ბოლომდე „საბვეის“ ქსელი უკვე 20-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის. ახალი რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ