ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან გეგმავს

საქართველოს მიმართულებით პირდაპირი სამგზავრო რეისების დაწყების თაობაზე მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა ავიაკომპანია AIR CHINA-ს წარმომადგენლებთან.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ოპერირების გეგმები და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელი ტექნიკური ასპექტები განიხილეს. AIR CHINA-ს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა რომ საქართველოში ხელსაყრელი გარემოა საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის, კერძოდ, ხაზი გაესვა საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მარტივ პროცედურებს და შედეგიან თანამშრომლობას, როგორც სააგენტოსთან ისე ქვეყნის სხვა უწყებებთან და აეროპორტთან.
“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენების დაწყებას ოქტომბრის ბოლოდან (ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან) კვირაში 4 სიხშირით გეგმავს. რეგულარული რეისების განრიგი დასამტკიცებლად სააგენტოს უახლოეს მომავალში წარედგინება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში AIR CHINA-ს ოპერირების გაფართოების პოტენციალს. ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მომავალში შეიძლება განხილულ იქნას დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა“, – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა