ბექა დავითულიანი – საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავთ 2%-იანი მხარდაჭერის მქონე „ენჯეოს“ წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული – მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე

-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად არის მიწვეული.
მისი თქმით, ეკა გიგაური სენატში დასმულ კითხვებზე იმ პასუხს გასცემს, ამერიკაში კონკრეტულ სამსახურებს რომ უნდა მოისმინოს.
-სგან ველოდებით, რომ დაიბარებს მათ აქტივს საქართველოში ეკა გიგაურის სახით და დაუსვამს იმ კითხვებს, რომელიც ფაქტობრივად, წინასწარ ექნებათ გავლილი. ეკა გიგაური კი იმას უპასუხებს, რაც იმ ქვეყანაში კონკრეტულ სამსახურებს უნდა, რომ მოისმინოს.
ჩვენ ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენ გვაქვს ერთგვარი დაძაბულობა ურთიერთობებში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო არ თანხმდებოდა და ჯერ კიდევ არ თანხმდება რაღაცებს, რასაც ამერიკა ითხოვდა”, – განაცხადა დავითულიანმა.
დავითულიანის თქმით, ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ახლა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მთლიან შეერთებულ შტატებს ამას ვერ დავაბრალებ, მიზნად რჩება, რომ არჩევნების წინ შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ოპოზიციის წისქვილზე დაასხამს წყალს და არა ჩვენსაზე. ამას ძალიან ბევრი ჯგუფი ლობირებს თავის ქვეყნებში”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეკა გიგაურის, როგორც მომხსენებლის იქ ყოფნა პრობლემას, დავითულიანმა განმარტა, რომ “მისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ როცა ვიღაც საქართველოს სახელით ლაპარაკობს, იმ ვიღაცას საქართველოში ვინმე რამედ უნდა აგდებდეს.”
„იმ „ენჯეო” სექტორს, რომელსაც ეკა გიგაური წარმოადგენს, 2%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს სახელით სალაპარაკოდ კონგრესში მიჰყავს 2%-იანი მხარდაჭერის მქონე სექტორის წარმომადგენელი, რომელიც ფინანსურად მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მათი ნებაა, კი ბატონო, წაიყვანონ – სულ ერთია ეკა გიგაური რას ილაპარაკებს ჩვენზე”, – აღნიშნა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა