პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენას გეგმავს

პარლამენტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენას გეგმავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, კანონმდებლების წინაშე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე წარდგება.
ოპოზიცია განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს და აცხადებს, რომ მოსმენა ფორმალურია და მმართველ გუნდს ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილი აქვს.
“ქართული ოცნება” კი მათი მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ დადებით ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთოდ სასამართლო სისტემა, გახდა მთავარი შეტევის ობიექტი, მაგრამ ფაქტები და ციფრები სხვას გვიჩვენებენ. ერთი მხრივ, ვერანაირი საქმე ვერ მოაქვთ, სადაც შეიძლება დაადანაშაულო რომელიმე მოსამართლე მთავრობის ინტერესების გათვალისწინებაში და არსებობს რეიტინგები, რომლითაც ყველა კანდიდატ და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებდა მართლმსაჯულების მაჩვენებელი. ეს არის იმხელა მაჩვენებელი და პროგრესი, რომ საერთოდ ამ თემაზე აღარც უნდა ლაპარაკობდეს არც ერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.