ფილიპინების უნივერსიტეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

სამხრეთ ფილიპინებში, მინდანაოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ისლამური სახელმწიფოს” ჯგუფმა Telegram-ზე დაწერა, რომ მისმა წევრებმა უნივერსიტეტში შეკრებაზე ბომბი ააფეთქეს.
აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
იხილეთ ასევე:
· სამხრეთ ფილიპინების უნივერსიტეტში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა