მოქალაქე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ბათუმში “მონა” დაუძახა 1500 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ხათუნა ბერიძე, რომელმაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს „მონებო, მოღალატეებო, გამყიდველებო“ დაუძახა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 1500 ლარით დააჯარიმა.
როგორც ხათუნა ბერიძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.
“მსუსხავი სასჯელი, პატიმრობა შეუფარდეთ ბევრჯერ არის დაჯარიმებული და მაინც ეძახის მოღალატეებს ჩვენს მამა-მარჩენლებსო ბრალდების მხარემ. კობახიძეს როგორ აკადრე მონა რომ
არის ჩვენც ვიცით, მაგრამ ხმამაღლა ხომარ უნდა თქვაო”, – წერს ის ფეისბუქზე.
საქმე ეხება 6 ივნისის ინციდენტს, რა დროსაც ბათუმში ჩასულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს ხათუნა ბერიძემ მიმართა სიტყვებით: “მოღალატეებო, მონებო, გამყიდველებო”. მოგვიანებით, იგი პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რა ცგულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: 130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს, ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა