პროცესი დაიწყო – საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით გადაადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი გახდება

საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს საბერძნეთიც აღიარებს. ისევე, როგორც საბერძნეთში გაცემული მართვის მოწმობები საქართველოშიც ვალიდურ დოკუმენტად ჩაითვლება.
ურთიერთაღიარების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განკარგულებას მ ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. უცნობია, რა დრო დასჭირდება პროცედურების დასრულებას.
ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ მიმდინარე წლის ივლისში აღიარა. ასევე, ურთიერთაღიარების დოკუმენტს საქართველომ ხელი მოაწერა ესპანეთთანაც.
bm.ge