“ლუზერის” მენტალიტეტის მოხსნამ საერთოდ სხვანაირად აათამაშა ეს ბიჭები” – ლევან ყურაშვილი

რასაც ჩვენი ნაკრები ბოლო ნახევარი წელია აკეთებს, მაგას ბევრი 30 წლიანი წყევლის მოხსნას ეძახის.
თუმცა სინამდვილეში, ეგაა დამარცხებულის სინდრომის მოშორება. არადა, თითქოს ხომ ისევ იგივე ნაკრებია, პრაქტიკულად იგივე შემადგენლობით, მაგრამ ლუზერის მენტალიტეტის მოხსნამ საერთოდ სხვანაირად აათამაშა ეს ბიჭები. ბევრად დიდი თავდაჯერებით, კაი გაგებით სითავხედით და სითამამით. თან, ფეხბურთს ვთამაშობთ მართლა და არ ვფაფხურობთ, არ ვწვალობთ. ჰოდა, ეგ ლუზერისა და დამარცხებულის მენტალიტეტი მარტო ფეხბურთელებს კი არა, ერსაც მოსაშორებელი გვაქვს. დამატებითი ტაიმებიც შეიძლება დაგვჭირდეს მაგისთვის და პენალტებიც, მაგრამ უნდა მოვიშოროთ. და როგორც ეს ნაკრებია სულ სხვა გუნდი, მაგ მენტალიტეტის მოშორების შემდეგ, იგივენაირად ვიქნებით სხვა ქვეყანა. იგივე ერი, იგივე ხალხი ბევრად მეტს შევძლებთ, ბევრად ნაკლები ენერგიის დახარჯვით. მართლა შეგვიძლია, ბევრად კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მაგრამ ჯერ ჩვენი წილი პენალტი ყველას გვაქვს გასატანი. სხვანაირად არ ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია