Mirian Berulava წუხდა, მარტო თბილისში და ბათუმში რომ ტარდება ეროვნული ნაკრების თამაშები, ქუთაისმა რა დააშავაო.
სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა, მეორე დედაქალქია ბოლოს და ბოლოს! უბრალოდ აქ ერთი პრობლრმაა: ქუთიასის სტადიონზე მხოლოდ 15 000 მაყურებელი ეტევა, ეს კი ნაკრების თამაშებისთვის უკვე ძალიან ცოტაა. ამიტომ ქუთაისელებმა პირველ რიგში ახალი სტადიონი უნდა მოითხოვოთ. მთავრობა სრულიად უაზროდ რომ აპირებს ფულის დახარჯვას და ვაზიანში ახალი სტადიონის აშენენას, რად უნდა თბილისს მესამე სტადიონი?! აი, ქუთიასს კი ჭირდება და თუ ამის ფული არსებობს, ბარემ იქ აშენდეს. უნდა აშენდეს დაახლოებით ისეთი სტადიონი, როგორიც “დინამო არენაა” – ორ იარუსიანი და არანაკლებ 60 000 ტევადობის. გასაგებია, რომ ქუთაისის “ტორპედოს” თამაშებზე ამდენი ადამიანი ჯერ არ ივლის (მე საერთოდ არ მივალ, სანამ სახელს არ გადაარქმევენ), მაგრამ ეს სტადიონი პირველ რიგში იქნება ეროვნული და სხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის. ქუთაისი, როგრც მამაქალაქი იმსახურებს, რომ იქ ნაკრები თამაშობდეს. თან გულშემატკივარი რომ ჩავა სხვა ქალქებიდან, ღამეც დარჩება ბევრი და ქუთაისის და წყალტუბოს სასტუმროებიც იხეირებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა მაინც შეიტანეთ ეს თქვენს დაპირებებში. უფასოდ გჩუქნით იდეას.