მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს მეგობრებთან, მოკავშირეებთან და თავდადებულ ევროპელებთან საქართველოსა და სომხეთში“, — წერს როთი X-ზე.
Let’s go East! #ontheRoth 🇪🇺 again. Looking forward to meeting friends, allies and committed Europeans in Georgia 🇬🇪(September 16-18) and Armenia 🇦🇲 (September 18/19). — Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) September 10, 2024
გერმანელი დეპუტატის ვიზიტი თბილისში 16-18 სექტემბერს, სომხეთში კი — 18-19 სექტემბერს იგეგმება.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, ის რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.
წინა კვირას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მიხაილ როთი დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც არ შეხვდა საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც მიხაილ როთი საერთოდ არ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ