უკვე მესამე ზამთარი დაიწყო, რაც რუსეთის აგრესიას ებრძვის – ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანა ომის ახალ ფაზაშია

უკვე მესამე ზამთარი დაიწყო, რაც რუსეთის აგრესიას ებრძვის. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა ომის ახალ ფაზაშია და ზამთარი, ზოგადად, ომის ახალი ეტაპია. თავდასხმები მიმართულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს დაბალი ტემპერატურა.

ამინდის პირობები ანელებს საბრძოლო მოქმედებების ტემპს, როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების, ასევე ოკუპანტების მხრიდან, ფრონტის მთელ ხაზზე – ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც წერს თავის ანგარიშში.
ვითარება ასეთია: ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტთა იერიშების შეჩერება ჯერჯერობით ყველა მიმართულებით ხერხდება.

ომის 648-ე დღეს ოკუპანტებმა შეუტიეს დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ, მტრის 10 უპილოტო საფრენი აპარატიც გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება