საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ნიკოლოზ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – ნიკოლოზ ჩიქოვანი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.
„უწყების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანთან ერთად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სადისპეტჩერო დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
სხვადასხვა წელს, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობამდე, ცენტრის ახალი დირექტორი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …