“ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია” – ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ “სელესაოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ვინისიუს ჟუნიორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ასე აღარ უნდა ვითამაშოთ, რთულ სიტუაციაში ვართ. კრიტიკა უნდა მივიღოთ და უკეთესები გავხდეთ.
ჩემი პოტენციალი კარგად ვიცი და ბრაზილიის ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ. გოლს ყოველთვის ვერ გავიტან, ამის გამო ბოდიშს ვიხდი. ეს ისეთი მარტივი არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
ევროპაში ფეხბურთს უფრო სწრაფად თამაშობენ, იქ ბევრად უკეთესი მოედნებია, ვიდრე ჩვენთან”, – ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Globo Esporte