სილვინიო: ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა – ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა:
„ეს უკრაინისგან სრულიად განსხვავებული მატჩი იყო. ორივე გუნდისგან ბევრი ტაქტიკური ბრძოლა ვნახეთ. მინდა მათი ნაკრები და მწვრთნელი შევაქო, რომლებიც საქმეს ძალიან კარგად ართმევენ თავს. რაც შეეხება შეხვედრას, ნელ ტემპში მიმდინარეობდა, როდესაც ბურთს ვფლობდით, ისინი, ისევე როგორც ჩვენ, ყველანი თავს კარგად იცავდნენ. ძალიან ტაქტიკური თამაში გამოვიდა. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლი ჩვენ გავუშვით.
შეცდომები? ჩემს ფეხბურთელებზე აუგს ვერ ვიტყვი, მინ
და შევაქო. ორი მძიმე მატჩი ჩავატარეთ, ბალანსირებული და ძლიერი გუნდი გვყავს. ფიზიკურად დამღლელი დაპირისპირება გახლდათ, რაც შეეძლოთ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მუდამ, როდესაც ვიგებთ, ამბობენ, რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, თუ წავაგეთ… ნული დარტყმა კარში? ნუ ნერვიულობთ, ფეხბურთი ასეთია. საქართველოსთან რთულ შეხვედრას ველოდით, მათ ჩეხეთს 4:1 სძლიეს, ეს ვიცოდით. ევროპირველობაზე მერვედფინალიდან ესპანეთმა გამოაგდო, პორტუგალიას მოუგეს, მაგარი გუნდია. ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს 20 საუკეთესო მოთამაშეს შორისაა, „ნაპოლიში“ იტალიის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი საბედნიეროდ დღეს არ დასრულებულა, ოქტომბერში გაგრძელდება და ვნახოთ, ნოემბერში რა მოხდება. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანია – ჯგუფის მოგებას შევეცადოთ“.