სანქცირებული რუსული ობიექტიდან აზიაში ბუნებრივი აირი გაიგზავნა

თხევადი ბუნებრივი აირის რუსული სანქცირებული საექსპორტო ობიექტიდან აზიაში ტვირთი პირველად გაიგზავნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის შეფასებით, მოსკოვი -ის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემცირებასა და ახალი მომხმარებლების მოძიებას განაგრძობს.
Everest Energy-მ თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე Arctic LNG 2-ის ობიექტისგან მიიღო და ამჟამად ტვირთი ჩრდილოეთით, საზღვაო მარშრუტით მიემგზავრება. გემი, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირება ხდება, 2003 წელს შეიქმნა და გასულ წელს აშშ-ის სანქცირებულ სიაშიც მოხვდა. გასულ კვირას, Palau-მ გემს „გადამზიდის სერტიფიკატიც“ გაუუქმა.
განსაკუთრებით უჩვეულო და საშიში კი სტანდარტული LNG-გემისთვის არქტიკის სავაჭრო მარშრუტის გავლაა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში მთლიანად იყინება. Everest Energy-ის საბოლოო დანიშნულების პუნქტი უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, თხევადი ბუნებრივი აირის მარაგი გემმა შესაძლოა კამჩატკაში, კორიაკის საწვავის შესანახ განყოფილებაში, ანდაც აზიაში, საიმპორტო ტერმინალამდე ჩაიტანოს.
Arctic LNG 2-ის ქარხანამ წარმოება დეკემბერში დაიწყო, მაგრამ აშშ-ის სანქციებმა, რომლებიც დაკავშირებულია ს შეჭრასთან ში, ექსპორტის დაწყება თვეობით გადადო. ობიექტმა გადაზიდვები აგვისტოში დაიწყო. თუმცა რუსული დაწესებულება გადაზიდვებისთვის ანონიმურ პირთა საკუთრებაში არსებულ გემებს იყენებდა, რაც რუსეთს გემების მარშრუტებისა და მახასიათებლების დამალვასა და აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ