„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება.
სიის პირველი ოცეული პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა, იქამდე კი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საქები განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენულობა სწორედ მისი დამსახურებაა.