2024-2025 წლებში ახალ ჰესებში $250 მილიონზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება – რომელი სადგურები შევა ექსპლუატაციაში?

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით, მიმდინარე წელს 32.8 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრის 4 ჰესი შევა ექსპლუატაციაში, რომელთა ინვესტიცია 40 მლნ დოლარია.
უფრო დეტალურად, 2024 წელს ექსპლუატაციაში შესასვლელი ჰესები შემდეგია:
· დაღეთი ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.4 მლნ (ბოლნისის მუნიციპალიტეტი)
· აჯამეთი ჰესი – დადგმული სიმძლავრე 0.8 მგვტ, ინვესტიცია $1.6 მლნ (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი)
· ჭიორა ჰესი – დადგმული სიმძლავრე 14.2 მგვტ, ინვესტიცია $14 მლნ (ონის მუნიციპალიტეტი)
· ლუხუნი 2 ჰესი – დადგმული სიმძლავრე 17 მგვტ, ინვესტიცია $23 მლნ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

ასევე დაგაინტერესებთ