EASA ავიაკომპანიებს Airbus A350-ის ძრავების შემოწმებას ავალდებულებს

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიებს Airbus A350-ის ზოგიერთი ძრავის ერთჯერადი შემოწმების ჩატარება დაავალა.
როგორც Financial Times-ი იტყობინება, აღნიშნულის მიზეზად მარეგულირებელმა „პოტენციურად დეფექტური“ მაღალი წნევის საწვავის მიწოდების მილების დემონტაჟის აუცილებლობაზე მიუთითა.
ინსპექტირების აუცილებლობა გამოწვეულია ჰონგ კონგის ხელისუფლების, ასევე Airbus-ისა და თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი Rolls-Royce-ისგან მიღებული მონაცემებით. ჰონგ კონგის ავიაკომპანია Cathay Pacific-მა გამოაცხადა, რომ 48 ერთეულ A350 თვითმფრინავს ამოწმებდა. კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ციურიხში მიმავალი თვითმფრინავი იძულებული გახდა ძრავის კომპონენტის გაუმართაობის გამო ჰონგ კონგში დაბრუნებულიყო.
Cathay-ს ჰყავს A350-ების ერთ-ერთი უდიდესი ფლოტი.
ავიანიუსი