სებ-ი მასწავლებლებისთვის „სკოლა-ბანკის” ტრენინგებს აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ” (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის” პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „სკოლა-ბანკის” პროექტი 2 ეტაპიანია და გულისხმობს: პირველ ეტაპზე მასწავლებლების ფინედუს ტრენინგში ჩართულობას და შემდეგ სკოლაში მოსწავლეებისთვის „სკოლა-ბანკის” 15-გაკვეთილიანი კურსის ჩატარებას.
მათივე ცნობით, „სკოლა-ბანკი” საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International-ის (ყოფილი Child and Youth Finance International) მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამაა, რომელიც VII-IX კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. გაკვეთილები მარტივად, მოზარდებისთვის მისაღები ენითა და სახალისო ფორმატითაა გადმოცემული, რაც მასწავლებლებს ფინანსური განათლების საკითხების თამაშით, ეფექტურად მიწოდებაში, მოსწავლეებს კი საკითხით მეტად დაინტერესებასა და აქტიურად ჩართულობაში ეხმარება.
„მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი ეროვნულ ბანკში, 5-6 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ტრენინგზე განხილული იყო ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი, რომელიც „სკოლა-ბანკის” სახელმძღვანელოშია მოცემული, მათ შორის, დაზოგვა და ბიუჯეტირება, გონივრული სესხება, საბანკო პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ.
ტრენინგის შემდეგ ყველა მონაწილე მასწავლებელს შესაბამისი სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ამ ეტაპისთვის, „სკოლა-ბანკის” პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მასწავლებელთა 11 ნაკადს უმასპინძლა და 200-ზე მეტი მასწავლებელი გადაამზადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე: ხელისუფალი დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს და არა არაბებზე, ირანელებზე თუ სხვა რჯულის ადამიანებზე მიწების თუ სხვადასხვა ქონების გასხვისებით იყოს დაკავებული

ქეთევან ბაკარაძე: თქვენ მზად ხართ, როგორც მთავრობის მეთაურმა აიღოთ პასუხისმგებლობა და შეიმუშაოთ ღონისძიებათა სისტემა, რითაც სახელმწიფო შეძლებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ