„რეალი“ მზად არის ვინისიუსის გასაყიდად

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ „რეალის“ ვარსკვლავით, ვინისიუსით ს კლუბები არიან დაინტერესებული და თითქოს ესპანეთის ჩემპიონს აქვს ცდუნება, სოლიდური თანხა გამოიმუშაოს ბრაზილიელის სანაცვლოდ.
როგორც გამოცემა teamTALK-ი იტყობინება, „რეალი“ მზად არის ვინისიუსის გასაყიდად და იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი წასვლას გადაწყვეტს, მადრიდელები აპირებენ ის „ბილბაოს“ გარემარბით, ნიკო უილიამსით შეცვალონ.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს უილიამსის მიმართ დიდ დაინტერესებას გამოთქვამდა „ბარსელონა“, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელმა „ბილბაოსთან“ კონტრაქტის გაგრძელება გადაწყვიტა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ