თბილისი პირველ მასშტაბურ ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს

გიყვარს ვისკი და გსურს weekend-ზე დაუვიწყარი დრო გემრიელად, საინტერესოდ და მუსიკალურად გაატარო? მაშინ კალენდარში 21 და 22 სექტემბერი მოინიშნე. ლოკაციაც ჩაიწერე: წერეთლის 118, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯოას მესამე პავილიონი. თბილისი პირველად მასშტაბურ და გამორჩეულ ვიკსის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც მთელი ქვეყნიდან ვისკის ენთუზიასტებს აერთიანებს. ფესტივალზე საოცარი ზეიმი, ნამდვილი დღესასწაული, ცეკვა, მუსიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ვისკის უამრავი სახეობა გელოდებათ.
“თბილისის ვისკის ფესტივალი 2024 “- ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა აღმოაჩინო და დააგემოვნო ვისკის სახეობები, გაეცნო გამოხდის პროცესს და შეხვდე თანამოაზრეებს, ვისაც ვისკი შენსავით უყვარს. ფესტივალის სტუმრები სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილ ექსკლუზიურ გემოებს აღმოაჩენენ.
ფესტივალის გენერალური სპონსორია “GD Alco”, ხოლო სპონსორები “ვისკის სახლი” და “სმაგლერსი” არიან. ექსკლუზიური მხარდამჭერია ”Intrade”.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ექსკლუზიურად ფესტივალისთვის ჩამოსხმული ქართული, 12 წლიანი დაძველების ვისკი “Jimsher”-ი, რომელიც ადგილობრივი ვისკის მწარმოებელმა კომპანიამ “ ქართველი” ჩამოასხა. კომპანია ფესტივალის ექსკლუზიური პარტნიორია.
ფესტივალისთვის ასევე ექსკლუზიურად შეიქმნა უგემრიელესი შოკოლადები ტორფირებული ვისკის შიგთავსით, რომლის შექმნაზეც კომპანია “ChiriFruit”- მა იზრუნა.
ფესტივალი სიგარისა და ლუდის მოყვარულებისთვისაც საინტერესო და მიმზიდველია, რადგან ორგანიზატორებმა მათზეც იზრუნეს. კომპანია “Havana Club Tbilisi” ღონისძიებაზე საუკეთესო კუბურ სიგარებს წარადგენს. ლუდის მოყვარულებს კი კომპანია “Intrade“-ის მიერ შეთავაზებული ლუდის “Benediktiner “-ი დაგემოვნება შეეძლებათ. ტერასაზე “ფუდკორტი”-ს უგემრიელესი სენდვიჩები და კოქტეილები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალს ასევე ჰყავს ექსკლუზიური პარტნიორი “თეთრი კვადრატი” რომელიც სტუმრებს ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
ფესტივალს ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიის უცხოელი ბრენდ-ამბასადორები, რომლებიც თავიანთ მოხსენებასთან ერთად ჩაატარებენ საინტერესო მასტერკლასებს.
ფესტივალს სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი” გააფორმებს. შესრულდება ქართულ-ირლანდიური ცეკვები. ევროპიდან მოწვეული “კილტის საზოგადოება” ტრადიციულ საკრავებზე შოტლანდიურ ფოლკლორს შეასრულებს. საქსაფონისტი დათო დავითულიანის კი ულამაზეს კომპოზიციებს შემოგთავაზებთ.
მზად ხართ გაატაროთ დაუვიწყარი დრო თანამოაზრეებთან ერთად და დააგემოვნოთ საყვარელი სასმელის უამრავი სახეობა? მაშინ ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/TBILISIWHISKYFESTIVAL https://www.facebook.com/profile.php?id=61559248484370&mibextid=LQQJ4d