იოავ გალანტი – „ჰამასი“, როგორც სამხედრო ფორმირება, აღარ არსებობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, „ჰამასი“, როგორც ორგანიზებული სამხედრო ძალა, აღარ არსებობს.
„ჰამასი“, როგორც სამხედრო ფორმირება, აღარ არსებობს. „ჰამასი“ ჩართულია პარტიზანულ ომში და ჩვენ კვლავ ვებრძვით „ჰამასის“ ტერორისტებსა და მის ხელმძღვანელობას“, – განაცხადა ს თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, ისრაელი-„ჰამასის“ ომს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება, ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. შუამავლები შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და ეგვიპტიდან ცდილობენ, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ.