,, არ უჩნდება ნახვის, ან იმის მოსმენის სურვილი, რასაც ბოდავს?! და თუ ნახა, არ შერცხვა?!” – ნინო ალადაშვილი კომენტატორებზე

პოეტი ნინო ალადაშვილი საქართველო-ჩეხეთის თამაშისას კომენტატორების წაყვანის მანერაზე წერს:
,,დღეს გადავახვიე, ხელახლა ვნახე ფეხბურთის მატჩი, მინდოდა კიდევ ერთხელ მიმეღო სიამოვნება თამაშით და საშინლად გავბრაზდი ჩვენს კომენტატორებზე (მაშინ სად მეცალა გაბრაზებისთვის?!) ძირითადად ერთი, მთავარი კომენტატორი გამოირჩეოდა. არ დამეზარა და ჩავიწერე მისი პირიდან ამოფრქვეული ,,მარგალიტები”
,,ზუსტად იგივე თამაშია, რაც იყო გერმანიაში.”
, ეს მუდმივად მარცხენა ფლანგზე რომ იყოს და რაღაც ექსპერიმენტებს არ მიმართოს სანიოლმა, არ შეიძლება?!”
,, ძალიან გაგვიჭირდება შეტევები”
,,მიქაუტაძე ამოვარდნილია საერთო სურათიდან”
,,მიქაუტაძეს ისე არ მისდის თამაში, როგორც მიჩვეული ვართ ჩვენ და რისთვისაც მიიღო ის პრიზი, რომელიც მას გადასცა უეფამ მატჩის წინ.”
თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეთი საუბარი მატჩის დროს მისაღებია?!
მაინტერესებს, მე რომ დავჯექი და ხელახლა ვუყურე თამაშს, თავად არ უჩნდება ნახვის, ან იმის მოსმენის სურვილი, რასაც ბოდავს?! და თუ ნახა, არ შერცხვა?!
ან, ეს ,,ბუდუ სახალხო ფეხბურთელია” რას ნიშნავს?! ბუდუ განსაკუთრებით უყვარს მაყურებელსო. დანარჩენები ნაკლებად უყვარს ხალხს და არასახალხოები არიან?!
მართლა სირცხვილია!
ამისთანა ნაკრები გვყავს და კარგს ვინ ჩივის, ნორმალურ კომენტატორებს ვერ ვეღირსეთ ვერაფრით.“