ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს – დიმიტრი ხუნდაძე

„ყველაფრის მკადრებელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, მაშინ, როცა ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმესთან მის კავშირზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისეთი ადამიანების დრო, რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს გამოჩნდა კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც საკუთარი ჯარი გაძარცვა, უნდა დასრულდეს.
„ევროპელი პენსიონერების მძარცველი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია. ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში