მასაცუგუ ასაკავა ADB-ის პრეზიდენტის პოსტს 2025 წლის 23 თებერვლიდან დატოვებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა. თანამდებობას პრეზიდენტი ასაკავა 2025 წლის 23 თებერვალს დატოვებს.
“მთელი ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მოწოდებული ვიყავი ჩვენი საერთო მისიის წინსვლისთვის. მიმაჩნია, რომ დროა გზა გავუხსნათ ახალ ლიდერობას ახალი პერსპექტივებითა და განახლებული ენერგიით.
ჩემი პრეზიდენტობის დროს ADB-ს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევები იყო, განსაკუთრებით გლობალური ჯანმრთელობის კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით. ამის საპასუხოდ, ჩვენ სწრაფად შევიმუშავეთ 20 მილიარდი დოლარიანი პაკეტი, რათა დაკმაყოფილებულიყო
გადაუდებელი საჭიროებები, გაგვეუჯობესებინა ჯანდაცვის სისტემები და ხელი შეგვეწყო ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით განვითარებად ქვეყნებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ADB არის ისეთ ძლიერ პოზიციაზე, რომ განაგრძობს თავისი მისიის შესრულება აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით განვითარების ხელშეწყობაში. კიდევ ერთხელ, ნება მომეცით გამოვხატო გულწრფელი მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის მთელი ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში. მოუთმენლად ველი ADB-ის მუდმივ ზრდას და წარმატებას მომავალ წლებში,”- აცხადებს მასაცუგუ ასაკავა.
bp.ge