რუსებმა ხერსონის რაიონში ორი საავადმყოფო დაბომბეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში ორი სამედიცინო დაწესებულება დაბომბეს. იერიშის შედეგად დაზიანდა შენობები.
“ოკუპანტებმა ხერსონის ორ საავადმყოფოს დაარტყეს. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულებები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის”, – ამბობს პროკუდინი.