ღაზაში აცხადებენ, რომ ალ-მავასის ჰუმანიტარულ ზონაზე ისრაელის თავდასხმას 40 პალესტინელი ემსხვერპლა

სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ალ-მავასის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პალესტინელების კარვების ბანაკზე ს საჰაერო თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა და დაჭრა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ღაზას საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურმა განაცხადა.
ადგილობრივები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარულ ზონაზე იერიში მინიმუმ 4 რაკეტით განხორციელდა. „ჰამასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Shehab-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 40 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი იყო.