საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა – SF Airlines კვირაში 2 სიხშირით იფრენს

საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისები გაიზარდა – SF Airlines კვირაში 2 სიხშირით იფრენს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სატვირთო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტომ ჩინურ ავიაკომპანია SF Airlines-ს გაზრდილი, კვირაში 2 სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიანიჭა.
SF Airlines-მა ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის მიმართულებაზე სატვირთო ფრენების შესრულება ივლისის ბოლოს დაიწყო.
“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი – თბილისის – ურუმჩის საჰაერო ხაზზე. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა”,- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.