შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
როგორც შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს რიგით მე-17 დახმარების პაკეტია.
პაკეტი, რომლის ღირებულებაა 4,6 მილიარდი კრონაა, აკმაყოფილებს უკრაინის „სამხედრო საჭიროებებს და ქმნის მოქმედების არეალს მომავლისთვის“.
შვედეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის პაკეტით შვედეთი გადადის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ ფაზაში.
მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს სახმელეთო საბრძოლო სამხედრო აღჭურვილობას, Robot System 70 -ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილები, აღჭურვილობა ჯავშანტექნიკისთვის და საბრძოლო მანქანებისთვის. გარდა ამისა, პაკეტი მოიცავს ყუმბარმტყორცნებს, მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას და საბრძოლო კატერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა