Boeing–ი გაფიცვის თავიდან ასაცილებლად 33 ათას თანამშრომელს ხელფასებს რეკორდულად, 25%-ით გაუზრდის

ამერიკულმა Boeing Co.–მ ახალი კონტრაქტის პირობებზე წინასწარი შეთანხმება მიაღწია მანქანათმშენებელთა და კოსმოსურ მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Machinists and Aerospace Workers)ორ ადგილობრივ ფილიალთან, რომლებიც რომელიც წარმოადგენენ კომპანიის 33 ათასზე მეტი თანამშრომლის ინტერესებს – ნათქვამია Boeing-ის განცხადებაში.
ოთხწლიანი კონტრაქტის რატიფიცირების შემთხვევაში, ვაშინგტონის, ორეგონის (ქალაქი პორტლენდი) და კალიფორნიის შტატებში მუშების საბაზო ანაზღაურება კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი 25%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს 3 ათასი დოლარის ერთჯერადი თანხა გადაეცემა.
ვრცლად ინტერფაქსზე