ცხოველთა მონიტრორინგის მაშველებმა ლეკვები გადაარჩინეს:
🚑🚨 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს. მაშველებმა თვალაუხელელი 2 პატარა ლეკვის მდებარეობა სწრაფად განსაზღვრეს და მილებიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. 🥹🫶🏽
მოგვიანებით, ძენის შემდეგ, მათ ლეკვების დედა იპოვნეს და შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, ჭა საიმედოდ დალუქეს. 🐕🐾
🤝🫂 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან. 🗣️🙏🏽
