რუსეთის ტელეარხზე „როსია 1“ – ზე გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა.
ტელეარხის RT-ს (რუსეთის სახელმწიფოს დაფინანსებული სატელევიზიო ქსელი, რომელიც ადრე Russia Today-ს სახელით იყო ცნობილი) .ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა მოჰყვა აფხაზეთზე. სადაც „ხუთი მშვენიერი დღე გაატარა“.
„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას სჩადიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკული ფულით და რამდენი არიან – ასობით, ათასობით თუ არა“, – თქვა მან.
შემდეგ სიმონიანმა განაგრძო იმის გამეორება, რასაც ოკუპირებული აფაზეთის ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ინარ არძინბა ირწმუნებდა, რომ USAID-ის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ვებ-საიტზე მითითებულია, ორგანიზაციის მიზანი „აფხაზეთის რეინტერგაცია საქართველოში და კრემლის დამღუპველი გავლენის შეწყვეტა“.
„ყველა ეს „ენჯეოშნიკი“ ცდილობს შეცვალოს ახალგაზრდების კულტურული კოდი“, – დაამატა სიმონიანმა.
RT-ს ხელმძღვანელის თქმითვე, „საცოდავი აფხაზეთის პრეზიდენტი“ (ასლან ბჟანია) ცდილობს ამას ებრძოლოს, როგორც შეუძლია და მაგრამ მას „ყველაფერი არ შეუძლია“ ვინაიდან „აფხაზეთის დემოკრატიული ქვეყანაა და მათ აქვთ არჩვენები, პარლამენტი და ა.შ“.
„ამ ყველაფრის საშინელება მდგომარეობს იმაში, რომ ამ არასამთვრობო ორგანიზაციების თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ ახალგაზრდებმა ზურგი აქციონ რუსეთს და ამერიკისკენ შეტრიალდნენ, მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ჩვენი თანამოქალაქე“, – დასძინა სიმონიანმა.
მისი მოსმენის შემდეგ გადაცემის წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა კანონის მიღების აუცილებლობის საკითხი წამოჭრა, რომ „მშვიდად ჩასვან ციხეში ამ არასამთვრობოების დახმარებისთვის“.
თავის მხრივ სიმონიამა გაიხსენა კანონი, რომლის მიხედვითაც მთელი რიგი დანაშაულებისთვის, მათ შორის რუსეთის არმიის შესახებ სიყალბის” გავრცელებისთვის, რუსეთის მოქალაქეობა შეიძლება გაუქმდეს.
სოლოვიოვი მოქალაქეობის ჩამორთმევას არაეფექტურ ზომად მიიჩნევს.
„მოქალაქეობის ჩამორთმევით, მას აფხაზეთში ყოფნის და მუშაობის გაგრძელების უფლებას ვერ ართმევ, ციხეში ჩასმით კი იქიდან მუშაობაშო გარკვეული პრობლემები შეექმნება“.
„დიახ და ციხიდან მუშაობა უფრო რთულია“, – დაამატა სიმონიანმა.
მოსკოვი აპირებს ე.წ. აპარტამენტების კანონის მოწინააღმდეგე „აფხაზ დეპუტატებსა და ოპოზიციონერებს“, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ცნობილი გახდა, სოციალურ ქველებში გამოქვეყნებული „კოზაკი- ბჟანიას“ პროტოკოლიდან. დე ფაქტო ლიდერებმა არ გამორიცხეს, რომ ეს თემა ბჟანიამ მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.
ოკუპირებულ აფხაზეთის „პარლამენტმა“ არ დაამტკიცა „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი, რომელიც ასლან ბჟანიამ წარადგინა.