ერევანმა ბაქოს დასრულებული სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გაუგზავნა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიროზიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს გადაეცა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავს სრულად შეთანხმებულ ტექსტს.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოკლე დროში მოეწეროს,”- აღნიშნა მან.
“News.am-ის” ცნობით, მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მიდგომა არ შეცვლილა კომუნიკაციების საკითხთან დაკავშირებით და ერევანი ელოდება ბაქოს რეაქციას.
“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა”.
Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში კანადის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კევინ ჰამილტონის რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა.
“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებითვე, მას მიაჩნია, რომ ისინი საკმაოდ სწრაფად მიიწევენ წინ მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში.
“მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ყოველ შემთხვევაში, მის ძირითად პრინციპებზე, რამდენიმე თვეში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციის დროს შუამავლების გეგმა იყო შეთანხმების მიღწევა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც მადრიდის პრინციპები ეწოდება. უნდა მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტის შედგენა. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი – მივაღწიოთ შეთანხმებას ძირითად პრინციპებზე, მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ დაიწყოს ტექსტზე მუშაობა”, -აღნიშნა ილჰამ ალიევმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ მოხდება.
იგივე მოთხოვნა აზერბაიჯანს აქამდეც გაუხმიანებია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!