საინვესტიციო სამყაროში სწორი ინსტრუმენტების ქონა წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ლიმიტირებული დავალების (Limit Order) სახელითაა ცნობილი. ეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პროფესიონალი ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პირველად გამოჩნდა და ის მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
რა არის ლიმიტირებული დავალება?
ლიმიტირებული დავალება ინვესტორს აძლევს საშუალებას, რომ აქციის ყიდვის ან გაყიდვისას მიუთითოს მისთვის სასურველი ფასი და რაოდენობა. მაგალითად, შეიძლება გინდოდეს Apple-ის აქციის ყიდვა, თუკი მისი ფასი დაეცემა $200-მდე, ან გაყიდო უკვე მფლობელობაში არსებული Apple-ის აქციები, თუ მისი ფასი მიაღწევს $300-ს. ლიმიტირებული დავალების ფუნქციონალი ამ ბრძანების ავტომატურად შესრულების საშუალებას იძლევა, თუკი შენ მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობები შესრულდება, ანუ სასურველი აქციის ფასი სამიზნე ნიშნულს მიაღწევს.
როგორ მუშაობს?
აქტივის სასურველი ფასისა და რაოდენობის მითითების შემდეგ, შეგიძლია განსაზღვრო ვადა, რომლის განმავლობაშიც დავალება აქტიური იქნება. შეგიძლია დავალება დააყენო უახლოესი სავაჭრო სესიის დასრულებამდე ან აირჩიო კონკრეტული თარიღი 90 დღის ფარგლებში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში აქციის ფასი მიაღწევს მითითებულ ნიშნულს, დავალება ავტომატურად შესრულდება.
გასათვალისწინებელია, რომ დავალების შექმნის შემდეგ, მითითებული თანხა საინვესტიციო ანგარიშზე იყინება. მაგალითად, თუ საინვესტიციო ანგარიშზე $100 გაქვს, მხოლოდ ისეთი დავალებების შექმნა შეგეძლება, რომელთა ჯამური ღირებულება $100-ს არ აჭარბებს.
თუკი დავალება მითითებულ ვადებში ვერ შესრულდება ან თავად გააუქმებ მას, მაშინ გაყინული თანხა ანგარიშზე უკან დაბრუნდება.
რატომ უნდა გამოიყენო ლიმიტირებული დავალების ფუნქციონალი?