სირიის ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ს მიერ წუხელ განხორციელებული იერიშების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იუწყება 9 სექტემბერს.
8 სექტემბერს ღამით ისრაელმა სირიის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე არეალი დაბომბა. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA იტყობინება, დაზიანებულია ავტობანი პროვინცია ჰამაში. სააგენტოს მოჰყავს საავადმყოფოს დირექტორის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოკლულია 14 და დაჭრილია 43 ადამიანი.
ადამიანის უფლებების სირიულმა ობსერვატორიამ, ომის მეთვალყურე ორგანიზაციამ, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, განაცხადა, რომ მოკლულთაგან მინიმუმ ოთხია სამოქალაქო პირი.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ისრაელმა სამოქალაქო ომით მოცულ სირიაში ასობით იერიში განახორციელა მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, მაგრამ ის იშვიათად აღიარებს ამას ან აკეთებს კომენტარს. დარტყმების სამიზნეები ხშირად არიან სირიის ჯარები ან ჯგუფები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!