“კვარაცხელია და ლუკაკუ ფორვარდებად, ნახევარდაცვასა და დაცვაში კი…” – ფედელემ კონტეს რჩევა მისცა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
ფედელემ “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, შემადგენლობასთან დაკავშირებით რჩევა მისცა.
“ნაპოლის” დაცვასა და ნახევარდაცვაში არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. თუმცა ზოგიერთ მათგანს ძირითად შემადგენლობაში ჯერჯერობით არ უთამაშია. კონტემ ფორმაცია უნდა შეცვალოს და გუნდი 4-3-3 სისტემით ათამაშოს. დი ლორენცომ იტალიის ნაკრებში დაამტკიცა, რომ დაცვაში საიმედო არ არის, თუმცა ფლანგიდან შესანიშნავად მოქმედებს.
თუ დაცვის მარცხენა ფლანგზე მატიას ოლივერას დააყენებს, ნახევარდაცვაში კი – სტანისლავ ლობოტკას, სკოტ მაკტომინეისა და ბილი
გილმურს, გუნდი ბევრად საიმედო გახდება. სათადარიგოთა სკამიდან კი ფრანკ-ზამბო ანგისა და მაიკლ ფოლორუნშო თავის სიტყვას იტყვიან. წინ ფორვარდებად კვარაცხელია და ლუკაკუ იმოქმედებენ, რასპადორი და სიმეონე კი მათი შემცვლელები იქნებიან”, – განაცხადა ფედელემ.

ასევე დაგაინტერესებთ