,,როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?!“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს:
,,როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!
P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები 😂
მაგალითად,
NED – აფინანსებს -ს მთავრობა
GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა
USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
EED – აფინანსებს ევროკავშირი
NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი
IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…
ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა! 😂”