ანალიტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ილონ მასკი 2027 წლისთვის შესაძლოა ტრილიონერი გახდეს

Tesla-ს დამფუძნებლის, ბიზნესმენ ილონ მასკის ქონებამ 2027 წლისთვის შესაძლოა ტრილიონ დოლარს მიაღწიოს – გამოთვალეს ექსპერტებმა, რომლებიც აანალიზებენ შემოსავლებს.
Informa Connect Academy ჯგუფმა თავისი გამოთვლები დააფუძნა იმ ფაქტზე, რომ მასკის ქონება საშუალოდ 110%-ით იზრდება.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მასკი უკვე არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი 251 მილიარდი დოლარით.
როგორც Informa Connect Academy-ის ანალიზიდან ირკვევა, ბიზნეს კონგლომერატის დამფუძნებელი გაუტამ ადანი (ინდოეთი) გახდება მსოფლიოში მეორე ტრილიონერი. ეს 2028 წელს უნდა მოხდეს. მისი ქონება წელიწადში საშუალოდ 123%-ით იზრდება.
ინტერფაქსი