რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა – ხორვატიას

ერთა ლიგის A1 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.
პორტუგალიამ საკუთრ მოედანზე შოტლანდიას 2:1 სძლია. სტუმრები „ნაპოლის“ ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შესვენების შემდეგ ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა, შეცვლაზე შესულმა 39 წლის რონალდომ კი 88-ე წუთზე მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. ეს მის კარიერაში 901-ე გოლია.
ხორვატიამ ლუკა მოდრიჩის გოლით პოლონეთი 1:0 დაამარცხა. მოდრიჩი დღეს 39 წლის გახდა და ეროვნულ გუნდში 180-ე შეხვედრა ჩაატარა. მასზე მეტჯერ ევროპელებისგან ნაკრებში მხოლოდ კრიშტიანომ ითამაშა – 213.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, ხორვატიას და
პოლონეთს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო შოტლანდია უქულოდაა.
პორტუგალია – შოტლანდია 2:1
გოლები: 0:1 მაკტომინეი (7), 1:1 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:1 რონალდო (88)
ხორვატია – პოლონეთი 1:0
გოლი: მოდრიჩი (52)