მხოლოდ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით უნდა შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – ერთიან ევროპულ ოჯახში

“დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ”- განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მ ახალციხეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო.
“დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს! ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – ერთიან ევროპულ ოჯახში!”- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა