რომის პაპმა პაპუა-ახალ გვინეაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ რეგიონს ეწვია. ეკლესიის 87 წლის მამამთავარი წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა.
პატარა ქალაქი ვანიმო რომიდან 15 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. რომის პაპს დახვდა 20 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან ბევრმა დღეების განმავალობაში იარა, რათა პაპი ენახათ.
პაპმა ასობით კილოგრამი დახმარება ჩაუტანა ადგილობრივ მოსახლეობას.
ს წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ თქვა, რომ ფრანცისკემ თავის მრევლს ჩაუტანა მედიკამენტები და ტანსაცმელი, ასევე სათამაშოები და მუსიკალური ინსტრუმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის.
სტუმრობს 600 კუნძულის ქვეყანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში 12-დღიანი ტურნეს ფარგლებში. ეს ფრანცისკეს ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაა მის 11-წლიანი პაპობის მანძილზე.

უპირატესად ქრისტიანულ პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლეობის მეოთხედი კათოლიკეა.
ეს ქვეყანა გამოირჩევა მსოფლიოში ენების სიუხვით, ამ სახელმწიფოში ასეულობით სალაპარაკო ენაა გავრცელებული.
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ