ს რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა – სერგეი ლავროვი

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ ს ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, უმეტესწილად, რუსეთის ძმები არიან.
„ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.