ედგარს რინკევიჩი – ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, მიმდინარეობს გამოძიება

ლატვიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან“, – დაწერა მან და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.
მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნამსხვრევები რეზეკნეს რაიონში აღმოაჩინეს.
ამასთან, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შევიდა