თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის აღსადგენად მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი აუთვისებელი, ან გაფლანგულია – ირაკლი ფავლენიშვილი

“თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის აღსადგენად მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ს თქმით, სკოლა, ფაქტობრივად, გაუქმებულია.
“რამდენიმე დღეში იწყება სწავლა და ვიმყოფებით თერჯოლის პირველ საჯარო სკოლასთან, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს, უკვე წლებია, მაგრამ წლებია, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია, ან როგორც ივანიშვილის რეჟიმს ახასიათებს, შეჭმულია ეს თანხა და სკოლა არის, ფაქტობრივად, გაუქმებული – რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება უახლოეს დღეებში მისი გახსნა, მაგრამ არც ხდება აქ არაფერი, როგორც ხედავთ.
მინდა მივმართო, მათ შორის, მდინარაძეს, რომ მათ მშობლიურ სკოლებს მაინც მიხედონ, თუ სხვებზე არ იზრუნებენ; ჩვენ ვიცით, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ვიცით, რომ საოცრად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს განათლების სისტემაი ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით.
ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა: შეუძლებელია, ქვეყანაში განათლების სიტემაში გვქონდეს ასეთი მდგომარეობა და მერე ვსაუბრობდეთ რაიმე პერსპექტივაზე, ეს არის ქართველების გარეშე საქართველოს დარჩენის, ქართველების განადგურების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – აცხადებს თერჯოლიდან ირაკლი ფავლენიშვილი.
შეგახსენებთ, ივნისში განათლების მინისტრმა სკოლების განახლების პროგრამით ახალი ტენდერების გამოცხადება დააანონსა. გიორგი ამილახვარმა მაშინ აღნიშნა, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული განახლების მასშტაბური პროექტი უწყების ბიუჯეტიდან 915 მლნ ლარით ფინანსდება.
„ამჟამად ჩვენი სამინისტროს სისტემაში 170, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში 42 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია ხდება. რაც ჯამში 200-ზე მეტია. ბუნებრივია, ეს იწვევს გარკვეულ უხერხულობას მშობლებისთვის, ბავშვებისთვის, პედაგოგებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთის მხარდამხარ არ დავდგებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას უბრალოდ ვერ მოვაგვარებთ.
170 სკოლიდან 50-60 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წელსვე დასრულდება. პროცესი კარგად მიმდინარეობს. დანარჩენი კი – მომდევნო წელს დასრულდება და ძალიან ცოტა სკოლა 2026 წელს გადავა.
ამის პარალელურად, უკვე ვმუშაობთ ახალი სკოლების ნუსხაზე, რომ გამოვაცხადოთ ახალი ტენდერები და ამით ინფრასტრუქტურული პროგრამის მეორე ფაზა დავიწყოთ. ეს უპრეცედენტო სასკოლო-ინფრასტრუქტურული განახლება ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამურად 915 მლნ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ამილახვარმა სამი თვის წინ.

ასევე დაგაინტერესებთ