“რეჟიმის ნაბიჭვრებმა მანქანა გადაგვიღებეს” – სტუდენტური მოძრაობის წევრის თქმით, მანქანა დაუზიანეს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” ლიდერი, ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანა დაუზიანეს. მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებში ჩანს, რომ მანქანა ლურჯი საღებავით არის მოხატული და მასზე “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პლაკატებია მიკრული.
შემთხვევა გუშინ, 7 სექტემბერს, ანაკლიაში მოხდა.
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდნენ ახალგაზრდები ანაკლიაში.
“ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხების მიღებისთანავე მასალა განახლდება.
პირადად ნიკო მანაგაძეს აქამდეც არაერთხელ დაესხნენ თავს. 7 ივლისს, ის ლექციის დასრულების შემდეგ ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდამ თავში მძიმე საგანი ჩაარტყა. თვითმხილველებმა გადაიღეს კადრები, სადაც თავდამსხმელები ჩანან, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისინი არ დაუკავებია.
მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 20 აპრილსაც. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა უნივერსიტეტიდან გამოსულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს მან “ს მონა” დაუძახა. ნიკო მანაგაძის თქმით, კობახიძე უყურებდა როგორ სცემდა მას უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ჯგუფი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ ამავე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად აქციების გამართვა რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების შემდეგ დაიწყო. ის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ლექციებს კონსტიტუციური სამართლის შესახებ ატარებს მოუწოდებდა, მათთვის განემარტა, რატომ იღებდა მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციურ კანონს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო