“მისი ეს უნარი ლივერპულში ტრანსფერისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო” – რას წერს ფაბრიციო რომანო გიორგი მამარდაშვილზე?

ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
მატ­ჩის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ფა­ნებ­თან მი­ვი­და და მათ­თა ერ­თად იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
“მისი ლიდერობის უნარი “ლივერულში” ტრანსფერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო”, – წერს რომანო.
შეგახსენებთ, მამარდაშვილი ამჟამად “ვალენსიას” ღირსებას იჯარის წესით იცავს, სეზონის დასრულების შემდეგ კი “ლივერპულს” შეუერთდება.