ოპოზიციას ყურძნის მინიმალური ფასის დაწესების ინიციატივა აქვს – ინიციატივის კალკულაცია

მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის სამი ლარი და 50 თეთრი – ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის მეღვინეობის სექტორის გასავითარებლად.
ბოტკოველი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მიუხედავად მევენახეების მხრიდან არაერთი მწვავე პროტესტისა და მოთხოვნისა აქციებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ხელისუფლებამ ყურადაც არ იღო და არცერთი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი არ მივიდა მევენახეებთან, მოსახლეობასთან, რათა მათთვის განემარტათ, თუ რატომ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ფასი არის მიუღებელი და რატომ არის ზოგადად პრობლემა ორგანიზებულობა, რომელიც ხელს უშლის მევენახეს, რომ საკუთარი მოსავალი ჩააბაროს.
“მას უწევს ათეულობით კილომეტრის გავლა და ქარხნების ძებნა, თუ სად ჩააბაროს მოკრეფილი ყურძნის მოსავალი, ეს ხალხისთვის არის დამატებითი პრობლემა, რომელიც ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ აინტერესებს. ს მიზანია, რომ ხელი ააღებინოს მევენახეს ვენახის მოვლისგან, რათა მერე ეს მცირე მასივები, მცირე მევენახეებისა მოხვდეს ისევ ერთეული ადამიანების ხელში და უფრო მეტად გაადიდოს მონოპოლია, რომლითაც [დღეს] დაკავებულია. ფაქტობრივად, დღეს ყურძენი და ყურძნის ფასი ერთი ლარი, არის პირადად ივანიშვილის და მისი ბანდის გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი სპირტად აქციონ და შემდეგ ისევ ისინი გამდიდრდნენ და დამატებითი მილიონები მიიღონ.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მოისმინა ს განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი და რაც შეეხება საფერავს, უნდა იყოს მინიმალური სამი ლარი და 50 თეთრი. ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? – იმიტომ, რომ სწორედაც ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი განვითარდეს. ერთ ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან, ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი არის სულ ბოლო ქვეყანა, რომელიც 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, მხოლოდ რუმინეთის მიმართებაში ევროკავშირმა უკვე 400 მილიონი ევრო დახარჯა. არა იმაში, როგორც ივანიშვილი მაფიოზურად აკეთებს, ისევ იმ სუბსიდიას საკუთარ ჯიბეში უშვებს, 20 თეთრს სამათხოვროდ ქვეყნის მოსახლეობას უხდის.
ევროკავშირის მიზანი არის, რომ განავითაროს ადგილობრივი მცირე საოჯახო მარნები, სწორედ ამ მიმართულებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა თანხა და ყველა ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობისკენ იქნება მიმართული, სწორედ ევროკავშირის წესების შესაბამისად იქნება და ეს მიმართული იქნება მცირე მეღვინეობის, მცირე მარნების განსავითარებლად, რათა მევენახე დამოკიდებული ქარხანაზე არ იყოს, თუ როდის გადმოუგდებს ივანიშვილი მათ ერთობლივად გროშებს და როდის მიიღებს ის ელემენტარულ შემოსავალს, რომელიც იმ ხარჯსაც კი ვერ ასწორებს, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს გაწეული“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, კახეთში ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათი თქმით, ერთ კილოგრამ ყურძენში იმდენად დაბალი ფასს უხდიან, რომ ვენახის ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. მევენახეები ამბობენ, რომ ყოველწლიურად ყურძნის თვითღირებულების ფასის ზრდის მიუხედავად, მისი ჩასაბარებელი ფასი კვლავ უცვლელია.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისევე როგორც 2013 წლის შემდეგ ყველა რთველი, მიმდინარე წელსაც, ყურძნის მოსავლის დაბინავება ჩაივლის ორგანიზებულად და ყველა მევენახე-ფერმერი შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, რასაც კოორდინაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს. რაც შეეხება გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებას ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ფასს არეგულირებს ბაზარი. აღნიშნული საკითხი მევენახე ფერმერებისა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია,” – ასე პასუხობს კახელი მევენახეების მოთხოვნას, ყურძნის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს განმარტებით, 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. წლევანდელი მოსავალი ასევე გამოირჩევა მაღალი ხარისხით. სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს მევენახეები მიიღებენ რეკორდულ, 350 მლნ ლარამდე შემოსავალს.