მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ ფორმით კულტურის სამინისტროს არსებობა დრომოჭმული პრაქტიკაა და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები, დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებებ.
სალომე ზუტრაბიშბვილის შეფასებით, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, ქართულ პოლიტიკასაც და კულტურასაც, ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს.
მინისტრი კი, ზურაბიშვილის აზით, სიმბოლოა პრობლემების კულტურის სფეროში.
“მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების და სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, ფონდებისთვის მეტი შესაძლებლობების და დაფინანსების მიცემის. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა. მე მგონია, თანამედროვეობა ამას მოითხოვს და არა იმ ძველ ფორმებს, როცა ერთი სამინისტროს ცდილობს, ყველაფერი [დაიქვემდებაროს]. ძეგლთა დაცვის სააგენტო ბევრად კარგად მუშაობდა ცალკე, ვიდრე ახლა. ცალკე სააგენტოს თავის თავზე არის პასუხისმგებელი ბიუჯეტური დახმარება საჭიროა, მაგრამ ასევე შეიძლება მოიპოვონ ცალკე დაფინანსება, კერძო სექტორი იყოს ჩართული“, – აცხადებს .
კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გააჟღერა არის მეცენატის კანონმდებლობის მიღება, რაც, მისივე აზრით, გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
„იყოს გამჭვირვალობა, არა ისეთი მეცენატობა, რომელიც გაგვივლია“, – ასე ხსნის პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ საკანონდებლო ინიციატივას.