თემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს – დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

საქართველოს ნაკრების მიერ ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხებას, სოციალურ ქსელში კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია გამოეხმაურა:
“ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას”.